კალაძე გარე ჩარევით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე დიდი თანხები დაიხარჯა

კალაძე გარე ჩარევით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე დიდი თანხები დაიხარჯა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიცია თითქოს „რევოლუციურ სცენარს“ ავითარებს პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერის, იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, ახალი არ არის. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ საქართველოში მრავალი წელია გარე ძალები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაგრამ მთავარია, ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთოს სწორი ანალიზი, თუ რა ხდება. „არ გაგიკვირდეთ, ჩვენ ვიცით, როგორი დამოკიდებულება არსებობს საქართველოს მიმართ - მრავალი წელია იხარჯება უზარმაზარი თანხები გარე ინტერვენციის გზით სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, საზოგადოების კონფლიქტისკენ და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ამას დღესაც აგრძელებენ. ჯერ მიჰყვა ჰაკერმანის წიგნს და გარე ინსტრუქციებს. ჩვენ ვნახეთ არაერთხელ რევოლუციის მცდელობა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის, რა პროცესები მიმდინარეობს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი და რა ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები ყურადღებით ადევნონ თვალყურს პროცესებს და ჰქონდეთ სანდო ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, უცხოელის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავესსაქართველოს პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღოშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისსამეგრელოში ახალი ეგრისის ეროვნული პარკი იგეგმებასაქართველო კეტავს საჰაერო სივრცეს აბასთუმნის "ივანიშვილის ახირება" - რადიო თავისუფლებას წყაროები განუცხადესტვ პირველი: ბრალდებული უსაფრთხოების ძალებისთვის საშიში კონსერვების მიწოდებაში გაათავისუფლეს

ENDEKA