ტვ პირველი ბრალდებული უსაფრთხოების ძალებისთვის საშიში კონსერვების მიწოდებაში გაათავისუფლეს

ტვ პირველი ბრალდებული უსაფრთხოების ძალებისთვის საშიში კონსერვების მიწოდებაში გაათავისუფლეს

კომპანია „ბატონოს“ და „კულას“ მფლობელი და დირექტორი ივანე გოგლიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, ინფორმაციას მისი ადვოკატი კახა წერეთელი ადასტურებს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“. ბიზნესმენმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ ციხე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ივანე გოგლიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე თვის წინ დააკავა. მას ბრალი ძალოვანი სტრუქტურებისთვის (შსს და თავდაცვის სამინისტრო) დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული და სახიფათო დაკონსერვებული თევზის მიწოდებაში ედება. გამოძიება ამტკიცებს, რომ 380 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია უვარგისი იყო ადამიანის მოხმარებისთვის. გოგლიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით წაუყენეს, რაც გულისხმობს საკვები პროდუქტების გაყალბებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ეს დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ორ რეგიონში ცოფის გამო კარანტინი გამოცხადდა.ბოლნისში აქტივისტ ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენსაქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდასაგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვთხოვეთ სანქციების გამკეთებელ ქვეყანას, იქნებ გვითხრათ იმ პირთა სახელები, რომლებსაც სანქციებს უწესებთ, რათა იცოდნენ, რომ აღარ უნდა ეწვიონ თქვენს დიდებულ ქვეყანას და არ შემოამტვრიონ თქვენი კარი - ისინი სახელებსაც კი არ გვეუბნებიან.მაკა ბოჭორიშვილი - შანტაჟის ნაცვლად მუშაობა! ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, რისთვისაც აუცილებელია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის - C5-ის შემოღებას

ENDEKA