შალვა პაპუაშვილი ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის
„ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ატარებს საკუთარ დღის წესრიგს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირდაპირ გვესაუბრა კოლეგებთან და კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ როგორ ვხედავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთში. პაპუაშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები ყველა დონეზე გააქტიურდება. „პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან და მათ ხელმძღვანელობასთან, რადგან, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ატარებს საკუთარ დღის წესრიგს და არა წევრი ქვეყნების ხალხების დღის წესრიგს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან - ამ შემთხვევაში, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის პარლამენტების წარმომადგენლებთან - და კიდევ ერთხელ ავუხსნათ, როგორ ვუყურებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მოხარული ვარ, რომ ორივე კოლეგასთან ძალიან პოზიტიური დისკუსია გვქონდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები გააქტიურდება ყველა დონეზე - საპარლამენტო ხელმძღვანელობის, ასევე კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე - და გვექნება ვიზიტები, გაცვლები და მუდმივი დიალოგი. ასეთი შეხვედრები ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
• მახაშვილი: ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციის წევრებთან • გიორგი თუმასიანი: პიტერ მაგარმა დაიწყო ძალიან პოზიტიურად და აქტიურად - მისი განცხადებები ადასტურებს, რომ როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოდის, სახელმწიფოზე ორიენტირებული ფიქრობს • საქართველოში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება • საქართველო აღწევს კეთილდღეობის რეკორდულ დონეს, მაგრამ კარგავს თავისუფლებას - ატლანტიკური საბჭოს ანგარიში • კახა კალაძე: აბასთუმნის ობსერვატორიაში მომუშავე მეცნიერებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ თვითმფრინავების ემისიები პრობლემას ქმნიდა დაკვირვების დროს, ამიტომ კორექტირება მოხდა - რა არის ამაში პრობლემა?! • გაერთიანებული სამეფო 2027 წლიდან შეუერთდება Erasmus+ პროგრამას: რას ნიშნავს ეს ქართველი სტუდენტებისთვის •