თბილისში, უცხოელის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
თბილისში, პოლიციამ უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. სავარაუდო მსხვერპლი არის ვ.მ. დაბადებული 1996 წელს. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ქალი. „გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გამოიყენა ფიზიკური ძალადობა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ და მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდა მასთან სექსუალური კავშირი“, - აცხადებენ უწყებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ეს დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქართველოს გავლით საქონლის იმპორტი დაიწყო • საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა • საქართველო საჯარო მოხელეებისთვის ინტერესთა კონფლიქტის წესების შემსუბუქებას სთავაზობს • საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების ფუნქცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა • ყაველაშვილი გაეროს აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა • კალაძე იცავს ახალ „აბასთუმანი-2“-ის აკრძალულ ზონას, მოჰყავს ობსერვატორიის მეცნიერთა შეშფოთება. •