პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით დაუჭირა მხარი. საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარმოადგინა. ცვლილების მიხედვით, გრანტებად არ ითვლება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან, მიდგომებით ან ურთიერთობებით. ასევე, უცხოელი გრანტების მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციაზე, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე. ეს წესი ასევე არ ვრცელდება საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე.

მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაეროს აკრედიტებულ ელჩებთან„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემულ გრანტებზე და ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემული გრანტებისთვის მთავრობასთან შეთანხმება არ იქნება საჭირო.სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათბერეკაშვილი: დროებითი საპარლამენტო კომისია მოამზადებს ანგარიშს კონკრეტული რეკომენდაციებითფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს.საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ერთეულ ძაღლების ხაფანგს ყიდულობს.

ENDEKA