გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემულ გრანტებზე და ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები...

გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემულ გრანტებზე და ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები...

„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემულ გრანტებზე. ასევე, ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემული გრანტებისთვის არ იქნება საჭირო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება. შესაბამისი განმარტებითი ცვლილებები ხორციელდება „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს და უყრის კენჭს. კანონპროექტი ამ მიმართულებით გადაიხედა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის დროს. „გრანტების შესახებ“ კანონში ასახელებს რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც არ არიან ვალდებულნი, მიმართონ საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის დასამტკიცებლად. ესენია: - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა - Horizon Europe, ევროკავშირის პროგრამა - Erasmus+, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD და საქართველო-ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“. „გრანტების შესახებ“ კანონი არ ვრცელდება მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რომლებიც გაიცემა ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარმოადგინა გადამუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნულ სიას დაემატება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები. „ჩვენ ვთავაზობთ კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის, რაც უკვე იგულისხმებოდა, რომ გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციაზე და ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე. საქართველოში არსებობს კონკრეტული სუბიექტი, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წევრია. მეტი სიცხადისთვის, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ „გრანტების შესახებ კანონი“ მათზე არ ვრცელდება. ამავდროულად, გვსურს განვმარტოთ, რომ „გრანტების შესახებ კანონის“ მოთხოვნები არ გავრცელდება ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე. ეს ეხება, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემულ გრანტს, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის არის სესხის ხელშეკრულების თანმხლები გრანტი და აქ სუვერენიტეტის დარღვევის რისკები მინიმალურია. ასეთი გრანტები უკვე შეთანხმებულია მთავრობასთან სხვა პროცედურის შესაბამისად და გრანტები პოლიტიკურ ნაწილში არ გაიცემა“, - განაცხადა გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაცემული თანხები, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხო პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარე საქმიანობისთვის, გრანტებად აღარ ითვლება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს.ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საგრანტო კანონით 165 განაცხადი განიხილაყაველაშვილი გაეროს აკრედიტებულ ელჩებს შეხვდაპაპუაშვილი: ოპოზიციას ჰგონია, რომ ფილმშია, უბრალოდ, მათთვის ახალი სეზონი დაიწყომაკა ბოჭორიშვილი - როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რკინიგზის მიმოსვლაზე ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება - ნეიტრალიტეტის საკითხზე საუბარიც უმნიშვნელოადროა - ელენე ხოშტარიამ და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლმა ქალებმა მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაერტის.

ENDEKA