ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს.

ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს.

ბელარუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო 11 აპრილს, მინსკის აეროპორტში, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „დისიდენტბი“ ავრცელებს და ადამიანის უფლებათა დამცველმა რომან კისლიაკმაც დაადასტურა. მისი თქმით, შიშკო 2022 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, დაბრუნებისას დაკავების რისკი არასაკმარისად შეაფასა. 2024 წლის თავისუფლების დღის შემდეგ, მისი სახელი ბელარუსულ პროპაგანდისტულ მასალებში გამოჩნდა და ამ საქმესთან დაკავშირებით ბელარუსში ჩხრეკა ჩატარდა. თავისუფლების დღე (25 მარტი) 1918 წელს ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება და ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება. ბელორუსის ხელისუფლება რეგულარულად აფრთხილებს საზღვარგარეთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის შესაძლო სისხლის სამართლის დევნის შესახებ. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების სასაზღვრო დაკავებები და დაკითხვები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდაბერეკაშვილი: დროებითი საპარლამენტო კომისია მოამზადებს ანგარიშს კონკრეტული რეკომენდაციებითსომხური სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება თბილისშიპაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ხურავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზეკახეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტა.მინსკის აეროპორტში საქართველოდან ჩამოსვლისას ბელორუსი ფოტოგრაფი დააკავეს

ENDEKA