მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაეროს აკრედიტებულ ელჩებთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა. ყაველაშვილი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მსგავსი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობას. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობა, საქართველოს აქტიური მონაწილეობა გაეროს საქმიანობაში და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და გატარებულ რეფორმებს. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევები და პროცესები. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივას გაეროს 80-ის რეფორმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობისა და სტრუქტურული ცვლილებების გააზრებას. ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ცივილიზაციებს შორის დიალოგისა და მშვიდობის პლატფორმის განსაკუთრებულ როლზე. საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაში შედიან გაეროში შემდეგი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები: ტონგა, სამოა, ტაჯიკეთი, კონგოს რესპუბლიკა, სენტ-კიტსი და ნევისი, ტიმორ-ლესტე (აღმოსავლეთ ტიმორი), პარაგვაი, მავრიკი და ბოტსვანა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
• სიღნაღში მამაკაცი დააკავეს მაწანწალა ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის. • ქართული ენის შესწავლის ონლაინ პორტალი 2027 წელს იქნება წარმოდგენილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • აზარტული თამაშების ინდუსტრიაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა სულ უფრო მკაცრდება. • ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში მცირე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. • ბერეკაშვილი: დროებითი საპარლამენტო კომისია მოამზადებს ანგარიშს კონკრეტული რეკომენდაციებით • საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 27% არის აქტიური. •