სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ

სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები 17 აპრილს დაიწყება და პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. მისი თქმით, პროექტის მიზანია ქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა. ტენდერის პროცედურები უკვე დასრულებულია და შეირჩა ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც დადგენილ ვადებში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამუშაოებს განახორციელებენ. პროექტი მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე შენობების რესტავრაციას. პირველი ეტაპი ფოკუსირებული იქნება სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოტურად განლაგებული და ავარიული კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. მეორე ეტაპი 21 შენობის სრულ რეაბილიტაციას და აღდგენას გულისხმობს, რომლის დაგეგმილი ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ლარია. ეს ფაზა მოიცავს დანგრეული შენობების რეაბილიტაციას, საძირკვლებისა და კედლების გამაგრებას, სახურავის შეცვლას, ხის კონსტრუქციების რესტავრაციასა და შენარჩუნებას, ეზოების ლანდშაფტურ მოწყობას, ისტორიული შესასვლელების რესტავრაციას, დეკორატიული ჭედური რკინის ჭიშკრების დამზადებას და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების რეკონსტრუქციას. ამ შენობებიდან რვა სულხან-საბას ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 13 ინგოროყვას ქუჩაზე. მშენებლობის საერთო მოცულობა 45 000 კვადრატული მეტრი იქნება, რაც დაახლოებით 450 ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს ისტორიული კოშკის რესტავრაციას, რაც განსაკუთრებულ მიდგომას და ყურადღებას მოითხოვს. კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოების გამო მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობის შეზღუდვები 18 აპრილიდან დაწესდება. კერძოდ, ეს შეზღუდვები შეეხება გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებს, რის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

გრიგოლ გეგელია: ბატონმა მადიარმა განაცხადა, რომ ის არ ჩაერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, რომელიც ღიად უჭერდა მხარს „ქართული ოცნების“ რეჟიმს - ეს ორბანის მავნე კურსის პირდაპირი შეცვლააშინაგან საქმეთა სამინისტრო: მამაკაცი დააკავეს ცოლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურებისთვისადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ TV Formula-ს უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა მითითება, არ გაეძევებინა ქვეყნიდან ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქმის სასამართლო განხილვის დასრულებამდე.პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებები.„ოცნების“ ლიდერი: ჩვენ გონივრულად და სიფრთხილით გავაგრძელებთ შეწყალების პოლიტიკასევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

ENDEKA