მაკა ბოჭორიშვილი ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუ...

მაკა ბოჭორიშვილი ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუ...

ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე - „ქართულ ოცნებას“ არასდროს შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი! საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ - ეს განცხადება პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა, რომელიც ინტერპელაციით პასუხობს ფრაქცია „საქართველოსთვის“-ს კითხვებს. ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით გაცილებით ახლოსაა ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად არის დღეს საქართველო უფრო დემოკრატიული და თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო, ვიდრე 2012 წელს იყო. „2014 წლიდან საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ, „ქართული ოცნების“ მთავრობის ძალისხმევის წყალობით, ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფაც თავად კრიტიკულად განწყობილ ევროპულ ბიუროკრატიას უჭირდა და ამ პროგრესის აღიარება 2023 წელს მოუწია, როდესაც წელიწადნახევრის უსამართლო დაგვიანებით, საკუთარი ანგარიშებისა და დასკვნების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს პროგრესზე, რომლის უკანაც დგას „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკომისიის ყველა ანგარიში მოწმობს, რომელიც ბრიუსელში მომზადდა. საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ მიერ. გვსურს შეგახსენოთ, თუ როგორ აგვიხსნა 2024 წლის 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპის საბჭოს 27 ივნისის გადაწყვეტილება. 2024. მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ: - „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია - ეს გადაწყვიტეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპის საბჭოს ბოლო შეხვედრაზე“. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობისთვის, ევროკავშირის წევრობა არის მისწრაფება, რომელიც ეფუძნება ჩვენს ისტორიას, კულტურასა და იდენტობას და რომლის მიზანია შექმნას საუკეთესო გარანტიები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ნათელია, თუ რას ემსახურებოდა და ემსახურება განცხადებები, მუქარა და შანტაჟი საქართველოს ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის ან ევროკავშირის წევრობის შესახებ. ამ საკითხების მუდმივი მანიპულირება მხოლოდ აზიანებს პროცესს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ „ჩვენ არავის დავუშვებთ, რომ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში დაგვტოვოს, რაც სრულიად შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“. შეგახსენებთ, რომ იმავე განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ცალსახად განაცხადა, რომ „ჩვენი სახელმწიფო მიზანია, რომ საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ. 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად“. აი, ახსნა: „მოლაპარაკებების დაწყება დღეს გამოიყენება, როგორც ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტი, ზუსტად ისე, როგორც ადრე გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი. მთავარი ის კი არ არის, როდის დავიწყებთ მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავასრულებთ მათ. 2028 წლის დასასრული არის დრო, როდესაც საქართველო ეკონომიკურად სათანადოდ იქნება მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად 2030 წელს“. აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის საბჭო და არა კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო არ იქნებოდა, უარყოფილი არ ყოფილა.ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინმა, არტემ გრიბულმა და სერგეი კუხარჩუკმა ციხეში ბანქოს სათამაშო საქმეზე საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და თითოეულს 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვთხოვეთ სანქციების გამკეთებელ ქვეყანას, იქნებ გვითხრათ იმ პირთა სახელები, რომლებსაც სანქციებს უწესებთ, რათა იცოდნენ, რომ აღარ უნდა ეწვიონ თქვენს დიდებულ ქვეყანას და არ შემოამტვრიონ თქვენი კარი - ისინი სახელებსაც კი არ გვეუბნებიან.„დროას“ ლიდერმა და კიდევ 7 დაზარალებულმა ქალმა წერილი გაუგზავნეს ევროსაბჭოს კომისარსმაკა ბოჭორიშვილი - როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რკინიგზის მიმოსვლაზე ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება - ნეიტრალიტეტის საკითხზე საუბარიც უმნიშვნელოაპარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს ამტკიცებს

ENDEKA