ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინმა, არტემ გრიბულმა და სერგეი კუხარჩუკმა ციხეში ბანქოს სათამაშო საქმეზე საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და თითოეულს 5000 ლარ...
სამმა პატიმარმა, ანტონ ჩეჩინმა, არტემ გრიბულმა და სერგეი კუხარჩუკმა ციხეში ბანქოს სათამაშო საქმეზე საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. თითოეულ მათგანს 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა დარია სამოდუროვამ განუცხადა. ადვოკატის თქმით, სამივე მათგანი აღიარებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბანქო ითამაშეს, რაც აკრძალული ნივთის გამოყენებას გულისხმობს. მისი თქმით, სამივე მათგანს საქმეზე 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ადვოკატის თქმით, საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სამივე შეთანხმდა. "თავდაპირველად მომზადებული ვიყავი საბრძოლველად, ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო იურიდიული საქმე, მაგრამ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა არ არის ხუმრობა. მათ აღიარეს, რომ ნამდვილად თამაშობდნენ, მაგრამ არა ინტერესისთვის, არამედ ეს მხოლოდ თამაში იყო", - თქვა დარია სამოდუროვამ. ცნობისთვის, პროკურატურამ აქციაზე დაკავებულ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ახალი ბრალი წაუყენა. ციხეში ბანქოს თამაშს ედავებოდნენ. რაც შეეხება სხვა საქმეს მათ წინააღმდეგ: ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება ანტონ გრიბულს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებელი და პირადი ნივთების ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენეს, რაც ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვასა და შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მათ 8,5-8,5 წელი მიუსაჯეს. საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 11 ადამიანს შორისაა. დაკავებულ 11 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლში გადაკვალიფიცირა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ჯგუფურ ქმედებებში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.
• დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ • შალვა პაპუაშვილი თურქეთში გაემგზავრა • ელენე ხოშტარია: გაერთიანებული ევროპის იდეამ თავდაპირველად მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა კი უნგრეთში - რომ ტენდენციად იქცეს, აქაც უნდა გაიმარჯვოს - ტყუილი საპნის ბუშტებივით ფეთქდება, შეუპოვრობა კი შედეგს იძლევა • ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა. • საქართველოს ევროინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა - ბოჭორიშვილმა • პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო •