პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს ამტკიცებს

პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს ამტკიცებს

პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მიხედვით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება უცხოელის საქართველოში დასაქმებასთან და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, თუ ის: არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული ბინადრობის მოქმედი სპეციალური მოწმობის მქონე პირი; ახორციელებს მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას საქართველოში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული და თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ახორციელებს საქმიანობას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საჯარო დაწესებულების ან საწარმოს სასარგებლოდ; ახორციელებს შრომით საქმიანობას სრულიად დისტანციურად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის და ეს საქმიანობა არ საჭიროებს მის შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე; სამუშაო აკ აქტივობა/მომსახურება ხორციელდება არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და სამუშაო საქმიანობა/მომსახურება დაკავშირებულია არარეზიდენტი პირის საქმიანობასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ემატება ახალ ნორმას, რომლის მიხედვითაც უცხოელს უფლება ექნება განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა საქართველოში მუშაობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს გრძელვადიან დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და უკავშირდება კონკრეტულ პროექტს ან მოკლევადიან შრომის ბაზარზე.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ურთიერთინტერესების პროექტის“ სტატუსი მიანიჭეს.სახალხო დამცველის ოფისი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს.სანქცირებული ტელეკომპანია იმედის იურიდიული სამსახურის უფროსი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდასაქართველო 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების დასაცავად გადახდის წესებს ამკაცრებსსაქართველოს ბანკებმა საერთაშორისო პლატფორმებზე ლარით გადახდაზე საკომისიო დააწესეს

ENDEKA