მაკა ბოჭორიშვილი როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რკინიგზის მიმოსვლაზე ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ა...

მაკა ბოჭორიშვილი როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რკინიგზის მიმოსვლაზე ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ა...

იმ კონტექსტში, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რკინიგზის მიმოსვლის ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება - და ასევე უმნიშვნელოა ნეიტრალიტეტის საკითხზე საუბარი - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“-ს საპასუხოდ გააკეთა. ბოჭორიშვილის თქმით, არსებული საერთაშორისო მექანიზმები და ინსტრუმენტები ყოველთვის გამოიყენება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით რეაგირებისთვის. „რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს, საქართველოს პოზიცია ნათელი, თანმიმდევრული და ურყევია. ის ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის გაეროს ქარტიას და ჰელსინკის საბოლოო აქტს. რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების დადასტურება და შესრულება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ქართული მხარე აქტიურად და თანმიმდევრულად აყენებს დღის წესრიგში ყოველი რაუნდის ფარგლებში. ზოგადად, საქართველოს მთავრობას აქვს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების დეკლარირებული პოლიტიკა, რომელსაც იგი მიჰყვება და ახორციელებს და ამავდროულად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნდეს. ამ კონტექსტში ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული საერთაშორისო მექანიზმები და ინსტრუმენტები ყოველთვის გამოიყენება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ. კერძოდ, სოხუმის აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით, თებერვალში გაეგზავნა შესაბამისი ნოტა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონო იყო და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა. ზოგადად, თავად ოკუპაცია უკანონოა. ქმედება, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და შესაბამისად, ყველაფერი, რაც მის ფარგლებში ხორციელდება, შეფასებულია, როგორც უკანონო ქმედება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ქართული ენის შესწავლის ონლაინ პორტალი 2027 წელს იქნება წარმოდგენილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტიელენე ხოშტარია: გაერთიანებული ევროპის იდეამ თავდაპირველად მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა კი უნგრეთში - რომ ტენდენციად იქცეს, აქაც უნდა გაიმარჯვოს - ტყუილი საპნის ბუშტებივით ფეთქდება, შეუპოვრობა კი შედეგს იძლევააზარტული თამაშების ინდუსტრიაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა სულ უფრო მკაცრდება.ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ურთიერთინტერესების პროექტის“ სტატუსი მიანიჭეს.ბოჭირიშვილი: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ტერიტორიების ოკუპაციის გამო შეუძლებელიაჩვენს ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი.

ENDEKA