მაკა ბოჭორიშვილი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო არ იქნებოდა, უარყოფილ...

მაკა ბოჭორიშვილი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო არ იქნებოდა, უარყოფილ...

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი საგრანტო პროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არ უარყოფილა - 2025 წლის 16 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენილ 165 საგრანტო განაცხადზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დადებითი რეკომენდაციების მაჩვენებელი 95%-ზე მეტია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2024–2025 წლებში პარლამენტის მიერ მიღებული კანონები მიზნად ისახავს პოლიტიკაში უცხოური ჩარევის თავიდან აცილებას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და არცერთი პროექტი არ შეჩერებულა ან გაუქმებულა ამ კანონების გამო. „ვფიქრობ, რომ დღეს არავის უნდა ჰქონდეს კითხვები პოლიტიკაში უცხოური ჩარევის თავიდან აცილების და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებლობასთან დაკავშირებით. დღეს ნათლად ჩანს, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრი ფრაქცია „საქართველოსთვის“-მ მიიწვია.

საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდასულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათზემო ლარსი ახლა: სამგზავრო მანქანების მოძრაობა აღდგაფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს.სადავო პარლამენტმა საკამათო გრანტების შესახებ კანონის ახალი გამონაკლისები მიიღოპაპუაშვილი თურქეთში ვიზიტით გაემგზავრა

ENDEKA