იუსტიციის მინისტრი ნიუ იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის შეხვედრას ესწრება.

იუსტიციის მინისტრი ნიუ იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის შეხვედრას ესწრება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მისი დელეგაცია ნიუ-იორკში იმყოფებიან, რათა დაესწრებიან გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის შეხვედრას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და სხვა მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. „გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივმართოთ კომიტეტის წევრებს და გაეროს წარმომადგენლებს და განვიხილოთ საქართველოში საჯარო ადმინისტრირებაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საჯარო სერვისების განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და ინოვაციების დანერგვა. ვიზიტის დროს ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. რაც მთავარია, განვიხილავთ ფორუმს, რომელიც 2026 წლის 23-25 ​​ივნისს, თბილისში გაიმართება. ის ფაქტი, რომ გაეროს საჯარო სამსახურის ფორუმი საქართველოში იმართება, ქვეყანაში განხორციელებული მოქალაქეებზე ორიენტირებული რეფორმების ნათელი დადასტურებაა, რაც მათთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რკინიგზის მიმოსვლაზე ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არ შეიძლება - ნეიტრალიტეტის საკითხზე საუბარიც უმნიშვნელოასასამართლომ პატიმრები ჩეჩინი, გრიბულია და კუხარჩუნი 5000 ლარით დააჯარიმა ბანქოს სათამაშოდ.ყაველაშვილი გაეროს აკრედიტებულ ელჩებს შეხვდაშინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა.სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათსაქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის - C5-ის შემოღებას

ENDEKA