ყაველაშვილი გაეროს აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

ყაველაშვილი გაეროს აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა. ყაველაშვილი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მსგავსი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობას. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობა, საქართველოს აქტიური მონაწილეობა გაეროს საქმიანობაში და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და გატარებულ რეფორმებს. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევები და პროცესები. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივას გაეროს 80-ის რეფორმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობისა და სტრუქტურული ცვლილებების გააზრებას. ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ცივილიზაციებს შორის დიალოგისა და მშვიდობის პლატფორმის განსაკუთრებულ როლზე. საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაში შედიან გაეროში შემდეგი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები: ტონგა, სამოა, ტაჯიკეთი, კონგოს რესპუბლიკა, სენტ-კიტსი და ნევისი, ტიმორ-ლესტე (აღმოსავლეთ ტიმორი), პარაგვაი, მავრიკი და ბოტსვანა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს.სასამართლომ პატიმრები ჩეჩინი, გრიბულია და კუხარჩუნი 5000 ლარით დააჯარიმა ბანქოს სათამაშოდ.2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა საერთო ვიზიტები შემცირდა.საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდაბოლნისში აქტივისტ ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენზურაბიშვილი: მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდეს

ENDEKA