საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის C5 ის შემოღებას

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის C5 ის შემოღებას

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ჩვეულებრივი ვიზის ახალი კატეგორია - C5. ამ კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში 1 წლამდე ყოფნის უფლებით. ჩვეულებრივი C5 ვიზა გაიცემა საქართველოში მოკლევადიანი, მათ შორის ტურისტული მიზნებით შემოსულ პირზე და რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის ინტერესებიდან გამომდინარე - თუ ეს დაკავშირებულია არარეზიდენტის საქმიანობასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ კატეგორიის ვიზა გაიცემა აგრეთვე ასეთი პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე. ცვლილებების მიხედვით, კანონში ტერმინი E-VISA PORTAL შეიცვლება ფორმულირებით „სპეციალური ვებგვერდი“. ამასთან, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დაჩქარებული წესით იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი ახალი საფუძველი C5 ვიზაზე უარის თქმის დასაბუთების გარეშე არის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სახალხო დამცველის ოფისი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს.სალომე ზურაბიშვილი - მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდესზურაბიშვილი: მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდესმინსკის აეროპორტში საქართველოდან ჩამოსვლისას ბელორუსი ფოტოგრაფი დააკავესსასამართლომ პატიმრები ჩეჩინი, გრიბულია და კუხარჩუნი 5000 ლარით დააჯარიმა ბანქოს სათამაშოდ.ჩვენს ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი.

ENDEKA