ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ადამიანის უფლებათა 2024–2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი“. „პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ვალდებულება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიმართ. აღინიშნა, რომ ქვეყანა უზრუნველყოფს მედიის პლურალიზმს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს.ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა.მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაეროს აკრედიტებულ ელჩებთანპაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ხურავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში 2025 წელს შემოვიდნენიუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის შეხვედრას ესწრება.

ENDEKA