პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს.

პარლამენტმა პირველი, დაჩქარებული მოსმენით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები და ერთხმად დაამტკიცა ისინი 80 ხმით. კანონპროექტის თანახმად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაითვლება გრანტებად, თუ ისინი გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას უცხო სახელმწიფოს ან უცხო პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან კავშირებიდან გამომდინარე საქმიანობისთვის. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და მომხსენებელმა არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, თუ საელჩო საკუთარი საქმიანობისთვის საკუთარი სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის თანხმობას არ საჭიროებს. პროექტის თანახმად, თუ საელჩო აპირებს გრანტის გაცემას საქართველოს მოქალაქისთვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, მას მაინც დასჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა.

სტრატეგიული განვითარებისა და განვითარების ბანკი (BSTDB) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად „ბაზისბანკს“ 25 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს.ზემო ლარსი ახლა: სამგზავრო მანქანების მოძრაობა აღდგაპიტერ მაგიარი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებასევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდაევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ურთიერთინტერესების პროექტის“ სტატუსი მიანიჭეს.ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.

ENDEKA