პაპუაშვილი სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ხურავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი ორმხრივ ურთიერთობებზე გაკეთდება. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სტამბულში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეა გაიმართება, მას შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, შეხვედრებზე განიხილება არსებული მდგომარეობა, რომელშიც ბრიუსელი სულ უფრო ხურავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე. „მე მექნება შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. რა თქმა უნდა, მასთან, როგორც კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელთან, განვიხილავთ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და როგორ მიდის მათი ევროინტეგრაციის პროცესი. სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ხურავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც, ჩემი აზრით, არასწორია და ეს პრობლემები თავად ევროკავშირში უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი უფრო მეტ პრობლემას უქმნის კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ასევე გვექნება შეხვედრები ყურის ყურის ქვეყნების - არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს და რეგიონში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
• მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა • საქართველოს ევროინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა - ბოჭორიშვილმა • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ხვდება • ტვ პირველი: ბრალდებული უსაფრთხოების ძალებისთვის საშიში კონსერვების მიწოდებაში გაათავისუფლეს • ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საგრანტო კანონით 165 განაცხადი განიხილა • „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემულ გრანტებზე და ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემული გრანტებისთვის მთავრობასთან შეთანხმება არ იქნება საჭირო. •