პირადი ცხოვრების ხელყოფისა და იძულებითი სექსუალური აქტის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ხელყოფისა და იძულებითი სექსუალური კავშირის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მათი გამოყენების მუქარით აიძულებდა მას სქესობრივი კავშირის დამყარებასა და სექსუალური ხასიათის ქმედებებს. „დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი საიდუმლოების უკანონო შეძენა-გამოყენება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულებითი სექსუალური კავშირი და სექსუალური ხასიათის სხვა ქმედებები) ედება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სახით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე წმინდა სინოდის სხდომაზე - თარიღი ჯერ ცნობილი არ არის - მიმდინარეობს მსჯელობა, გაიმართოს თუ არა წმინდა სინოდი, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღემდე თუ 40 დღის შემდეგ. • ჩამოგდებული AZAL თვითმფრინავისთვის რუსეთი აზერბაიჯანს კომპენსაციას გადაუხდის • შალვა პაპუაშვილი: ბლაჟევიჩის ორგანიზაციაში ქართველიც მუშაობს - ისტორია გვიჩვენებს, რომ ემიგრაციაში წასული ქართველები უცხოეთიდან ერეოდნენ - ეს აშკარად დაზვერვის ტიპის საქმიანობაა. • ძიუდოისტმა ტიმურ არბუზოვმა რუსეთს თბილისში ევროპის ჩემპიონატის მორიგი ოქრო მოუტანა • საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ზრდის • პრემიერ-მინისტრი - საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა ვნახეთ, რომელთა უმეტესობა ძალადობრივი იყო - ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყო სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი, სახელები იცვლება, მაგრამ მთავარია ვინ დგას მათ უკან. •