ჩამოგდებული AZAL თვითმფრინავისთვის რუსეთი აზერბაიჯანს კომპენსაციას გადაუხდის
რუსეთი კომპენსაციას გადაიხდის აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) ჩამოგდებული Embraer 190-ისთვის 2024 წელს, რომელიც ჩამოვარდა რუსული საჰაერო თავდაცვის მიერ დარტყმის შედეგად. ამის შესახებ აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ „შედეგების სათანადო გადაწყვეტაზე, კერძოდ, კომპენსაციის გადახდაზე Embraer 190 თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით“. როგორც აღინიშნა, მიღებული ზომები ადასტურებს ორმხრივ სურვილს მოკავშირეთა თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის. „ჩვენ გამოვთქვამთ რწმენას, რომ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების პროგრესული განვითარება ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელებს კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის გაფართოებას ორი სახელმწიფოს ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 25 დეკემბერს, ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად, აზერბაიჯანის ავიახაზების Embraer თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ჩამოვარდა. ავარიას 38 ადამიანი ემსხვერპლა.
• ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა • სოხუმი, ცხინვალი, მოსკოვის დაიჯესტი – 2026 წლის 10-16 აპრილი • საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა განათლების სფეროში ერთობლივი გეგმები ჩამოაყალიბეს • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ქვედანაყოფები მოინახულა • პირადი ცხოვრების ხელყოფისა და იძულებითი სექსუალური აქტის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს • Freedom House - 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე - გამოვლინდა ტრანსნაციონალური რეპრესიების გამოყენებით. •