პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე წმინდა სინოდის სხდომაზე თარიღი ჯერ ცნობილი არ არის მიმდინარეობს მსჯელობა, გაიმართოს თუ არა წმინდა სინოდი, პატრიარქის გ...

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე წმინდა სინოდის სხდომაზე თარიღი ჯერ ცნობილი არ არის მიმდინარეობს მსჯელობა, გაიმართოს თუ არა წმინდა სინოდი, პატრიარქის გ...

[წმინდა სინოდის სხდომის] თარიღი ჯერ ცნობილი არ არის - მიმდინარეობს მსჯელობა, გაიმართოს წმინდა სინოდი, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღემდე თუ 40 დღის შემდეგ, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როცა სინოდის სხდომის თარიღი გახდება ცნობილი, გაფართოებული კრების თარიღიც გახდება ცნობილი. როგორც პროტოპრესვიტერმა აღნიშნა, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში სრული ერთობა და ურთიერთპატივისცემაა“. „ყველა გაჟღენთილია საქართველოს უწმინდესისა და პატრიარქის ილია მეორის განუზომელი ღვაწლითა და დიდი წვლილით. ღვთის უდიდესი შიშით, მოკრძალებით, დიდი პატივისცემით და პატრიარქის სიყვარულით, ყველა იერარქი ცდილობს ზედმიწევნით მიუდგეს ყველა საკითხს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას როგორც წმინდა სინოდის ჩატარებასთან, ასევე გაფართოებულ საკითხებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდში ასეთი ერთიანობა ნამდვილად დასაფასებელია და ბუნებრივია, რომ ასეთი ერთიანობა, ურთიერთპატივისცემაც იძლევა საშუალებას, რომ ყველა საკითხი - ასაკთან, განათლებასთან, კანდიდატთა დასახელებასთან - გადაწყდეს კონსენსუსით, ურთიერთპატივისცემით, ეკლესიისადმი დიდი პატივისცემით და საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმებით დადგენილი წესით. თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, გაიმართოს თუ არა წმინდა სინოდი, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღემდე თუ 40 დღის შემდეგ. ეს არ არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი. სინოდის სხდომის ჩატარების თარიღი აუცილებლად გახდება ცნობილი და ამის შემდეგ გაფართოებული კრების გამართვის თარიღიც გახდება ცნობილი“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

აფგან სადიგოვი - სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა“ ბოლომდე ვერ გავაგრძელე.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ თანამშრომელს სამსახური შეუჩერდა.ადვოკატი: პროკურატურამ უნდა აირჩიოს: ან უსოიანმა ძმებს მიქაძეებს - შესაძლოა ფარცხალაძის მეშვეობით - ჯანგველაძის მოკვლა უბრძანა, ან კონფლიქტის გამო მკვლელობა თავად ფარცხალაძემ გასცა.„ოპოზიციური ალიანსი“ ფასების შემცირებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის ზომებს სთავაზობსთბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს აღნიშნავსირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თუმცა ამჟამად სამივე სფეროში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ძალიან გვაღელვებს.

ENDEKA