პრემიერ მინისტრი საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა ვნახეთ, რომელთა უმეტესობა ძალადობრივი იყო ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყო სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი...
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ დაინახა რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელთა უმეტესობა ძალადობრივი იყო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამის გამეორება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. ჯერ აკერმანი იყო, მერე სხვები, ახლა ბლაჟევიჩი. სახელები იცვლება, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, მთავარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობამ მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ მიღებული კანონმდებლობით. „დღეს ძალიან სამწუხარო პრაქტიკაა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება უცხოური ინტერვენცია, მათ შორის ფინანსური ინტერვენცია. ამას საზოგადოება პირველ რიგში, სათანადო შეფასებით უნდა დაუპირისპირდეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ვნახეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელთა უმეტესობა ძალადობრივი იყო. ჯერ აკერმანი იყო, მერე სხვები, ახლა ბლაჟევიჩი. სახელები იცვლება, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს არის მთავარი. ეს არის ის ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის მხარეს, რომელსაც არ უნდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა იყოს მშვიდობიანი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზაცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ მიღებული კანონმდებლობით და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ სტაბილურობის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
• ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა • ირაკლი კობახიძე - გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპების განსაკუთრებული პატივისცემით, დღეს ამას ვეღარ ვხედავთ • კობახიძე: ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება • ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა • პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრო • მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა •