გრიგოლ გეგელია ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებით და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ ჩინური სახელმწიფო...

გრიგოლ გეგელია ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებით და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ ჩინური სახელმწიფო...

დღეს სრულიად ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის - ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს დასავლეთთან პარტნიორობით და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დასავლურ კურსს - ძლიერი საქართველო - ლელო ნათლად აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, როგორც ტრამპის სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ლოგიკური გაგრძელება. ბრიფინგი. მისი თქმით, ანაკლიის პორტი და დემოკრატიული განვითარება არ შეიძლება და არც განიხილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. „ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადება და სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ვიზიტი შეგვახსენებს და ადასტურებს, რომ საქართველო რჩება მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ, რომელშიც აშშ-ის ინტერესი რჩება დიდი და მზარდი, ეს ინტერესი პირდაპირ კავშირშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან. პროექტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს როლს რეგიონში და ჩვენი ქვეყნის კავშირს საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებთან. ანაკლია არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. ეს არის საქართველოს სუვერენული და სტრატეგიული არჩევანი. გლობალურ ძალებს შორის კრიტიკულ რესურსებზე გავლენისა და კონტროლისთვის უპრეცედენტო კონკურენციის ფონზე, ანაკლიის პორტის პროექტი, როგორც კარიბჭე კონტინენტებზე და პორტალი, რომელიც აკავშირებს საქართველოს გარე სამყაროსთან, სულ უფრო კრიტიკულია საქართველოსა და აშშ-ს ეროვნული ინტერესებისთვის. ამავდროულად, ვილსონის პოზიცია გვახსენებს, რომ ძლიერი დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები არის აუცილებელი წინაპირობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალედ და ქართველთა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და არა გარე გავლენისა და ზეწოლის ქვეშ. ამიტომ ანაკლიის პორტი და დემოკრატიული განვითარება არ შეიძლება და არც განიხილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. დღეს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა - ანაკლიის პორტი დასავლური პარტნიორობით უნდა აშენდეს და ქვეყანა დასავლურ კურსს დაუბრუნდეს. ისტორიული არჩევანი, რომელიც ჩვენს ხალხს უხსოვარი დროიდან ჰქონდა. ძლიერი საქართველო - ლელო ცალსახად აცხადებს, რომ: 1. ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, როგორც ტრამპის სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ლოგიკური გაგრძელება და ამ ჯაჭვის ნაწილი; 2. ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებით და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით; 3. პორტს უნდა მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი და მისი განხორციელება განხორციელდეს მაღალი გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური კონტროლის პირობებში, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის დაცვით. აუცილებელია ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რაც ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების საფუძველია. სწორედ ამას ითხოვს ევროკავშირი და აშშ ჩვენი დე ფაქტო რეჟიმისგან. დღეს საქართველოს წინაშე მკაფიო ამოცანა დგას - გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და უზრუნველყოს, რომ ანაკლიის პორტი გახდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების საფუძველი, რაც საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს სიმდიდრეს და კეთილდღეობას. და ასობით მილიონი შემოსავალი ჩვენს ბიუჯეტში. ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და ბრძოლას ამ მიმართულებით. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებას, ანაკლია აშენდება ქართულ, სწორ პირობებზე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და ეს ქვეყანა დაუბრუნდება იმ ისტორიულ გზას, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა როგორც ერს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ერიკ ტრამპი: Trump Tower Tbilisi დაადგენს კომპანიის უმაღლეს სტანდარტებს საქართველოშიშალვა პაპუაშვილი: არ მგონია, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, რასაც დღევანდელი ბრიუსელის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად ავლენს თავისი ქმედებებით - სწორედ საბჭოთა კავშირია ბრიუსელი, რისკენაც ამჟამად ევროკავშირს მართავს.ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდაპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე წმინდა სინოდის სხდომაზე - თარიღი ჯერ ცნობილი არ არის - მიმდინარეობს მსჯელობა, გაიმართოს თუ არა წმინდა სინოდი, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღემდე თუ 40 დღის შემდეგ.საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ზრდისგანათლების მინისტრის მოადგილე: სასკოლო ფორმის ღირებულება ალბათ ას ლარამდე იქნება

ENDEKA