ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში და რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადა 15 აპრილს თურქეთში, სკოლაში მომხდარი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ასევე ერთობლივი რეგიონული პროექტების როლს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის (BTE) მილსადენის, სამხრეთ გაზის დერეფანთან ერთად (SGC), როგორც რეგიონსა და ევროპას შორის კავშირის გაძლიერების, ასევე ენერგეტიკისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ლიდერებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის პოტენციალი და შემდგომი თანამშრომლობა მისი განვითარებისთვის. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა.
• ძლიერი ლიდერების ნაკლებობას კობახიძე არაფორმალურ გავლენას უკავშირებს • WSJ - ტრამპის ორგანიზაცია გახდება პარტნიორი თბილისში ახალ ცათამბჯენზე • ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 10%-ით შემცირდა. • სკანდალი ბათუმის უნივერსიტეტში: პროფესორმა სისტემა გატეხა და სტუდენტების სახელით შეფასება მისცა • ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა • Freedom House - 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე - გამოვლინდა ტრანსნაციონალური რეპრესიების გამოყენებით. •