საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციაში ეს ფუნქცია სრულად გადაეცე...
საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ დაექვემდებარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას. ეს ფუნქცია მთლიანად გადაეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარება სკოლების ვალდებულება გახდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. ამ ცვლილებების შესაბამისად, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, ასევე შესაძლებელი იქნება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაიგივება საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ასევე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს დაემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები ავტორიზაციის პროცესს დაექვემდებარებიან. ავტორიზაცია უნდა იქნას მიღებული ზოგადი განათლების იმ საფეხურზე, რომელზედაც ხორციელდება აღიარებული უცხოური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უფლება ექნებათ ისარგებლონ მობილურობით კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქმედი კანონით, საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარებას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომლის უფლებამოსილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას. ეს, თავის მხრივ, წინაპირობაა უცხოეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები სკოლის დასკვნა საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. ამ დასკვნის მომზადების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აფასებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მითითებულია პირის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დროს დასრულებული საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებს, აგრეთვე ამ საგნებში მიღებული ქულების ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების სისტემის მიხედვით გადაყვანის შემდეგ მიღებული ქულები. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ან აღიარების თაობაზე. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს ენიჭებათ და ცენტრის ჩართვა ამ პროცესში არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. „შესწავლილი იქნა შემდეგი ქვეყნების პრაქტიკა: ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ისლანდია, ხორვატია, რუმინეთი, ისრაელი, ავსტრალია, თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ამ ქვეყნებში სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის ამაღლების შესაბამისი ეროვნული სააგენტოს ჩართვის გარეშე. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. შესაბამისად, ზოგადი განათლების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, სტუდენტს უფლება აქვს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განაგრძოს სწავლა აღიარება/უარის დოკუმენტში მითითებულ კლასში. იმ შემთხვევაში, თუ აღიარების/უარის საბუთში არ არის მითითებული, რომელ კლასში მიიღო პირმა განათლება, ის ჩაირიცხება
• მაკა ბოჭორიშვილი - ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე - საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ • ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შესყიდვა • საქართველო აღწევს კეთილდღეობის რეკორდულ დონეს, მაგრამ კარგავს თავისუფლებას - ატლანტიკური საბჭოს ანგარიში • ირაკლი კუპრაძე - ოპოზიციას აქვს ძალა, არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, მაგრამ ლელოს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება - ივანიშვილი არ არის დაუმარცხებელი. • საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა • განათლების მინისტრი სკოლის ახალ ფორმაზე •