ირაკლი კუპრაძე ოპოზიციას აქვს ძალა, არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, მაგრამ ლელოს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება ივანი...

ირაკლი კუპრაძე ოპოზიციას აქვს ძალა, არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, მაგრამ ლელოს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება ივანი...

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ოპოზიციას აქვს რესურსი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით დაამარცხოს, მაგრამ ამას სწორი სტრატეგია და მობილიზება სჭირდება. როგორც კუპრაძემ Palitranews-ის გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზაა. „უნგრეთში პოლიტიკის კეთება იოლი არ ყოფილა. ვიქტორ ორბანმა, როგორც ავტორიტარმა, 16 წლის განმავლობაში გაანადგურა პარტიები პოლიტიკური ველიდან. მან გაანადგურა ისინი ფინანსურად და პოლიტიკურად და კრიტიკული მედია. უნგრეთში პოლიტიკის კეთება არასოდეს ყოფილა ადვილი. ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილის არჩევნების გზით დამარცხება ერთადერთი სწორი გზაა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. რატომ ვამბობთ ამას? ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეს ყველაფერი ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება“, - განაცხადა კუპრაძემ. ოპოზიციურ სპექტრზე საუბრისას კუპრაძემ ბოიკოტის პოლიტიკა შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებისადმი უნდობლობის გამოწვევა ხელისუფლების ინტერესებშია. „ლელოს ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ ასწავლის ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებას. ლელო ის პარტიაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ აკრძალულ პარტიების სიაში შეიყვანა. ლელო ის პარტიაა, რომლის ლიდერები ციხეში იმყოფებოდნენ და ახალი ბრალდებით წაუყენეს (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე). დღეს სამი პოლიტპატიმარი გვყავს. ამ ვითარებაში ჩვენ პირდაპირ ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მხრიდან რეპრესიები. ეს არ გვაიძულებს უარი ვთქვათ იმაზე, რაც სწორია. მართალია - სამართლიანი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ ვითარებაში ეჭვის გაღვივება, რომ არჩევნები არ არის, ბიძინა ივანიშვილი დაუმარცხებელია - ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლოა. ამ ვითარებაში როგორ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს - კაპიტალი დაუთმეს ივანიშვილს და კალაძეს, რომელთა რეიტინგი 20%-ია. ერთიან კანდიდატზე ვსაუბრობდით. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, უნდა გადავხედოთ გუშინდელს და დავინახოთ, რა შეცდომები დავუშვით. შეცდომა იყო ბოიკოტი, საზოგადოებაში არჩევნებისადმი რწმენის დაკარგვა“, - განაცხადა კუპრაძემ. კუპრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლელო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართული ოცნების დამარცხებაში ამ პროცესში, მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი და საჭიროა ფართო ოპოზიციური ერთობა და კოორდინაცია. „ოპოზიციას აქვს ძალა, არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი. ლელო იქნება მთავარი და გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, მაგრამ ლელოს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, როგორც არ იყო საკმარისი 2025 წელს, შეიძლება არც ხვალ იყოს საკმარისი და ეს მოითხოვს მობილიზებას, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რომ არჩევნები არის სწორი, მშვიდობიანი, სწორი სახელმწიფო გზა“, - განაცხადა კუპრაძემ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენგრიგოლ გეგელია: ბატონმა მადიარმა განაცხადა, რომ ის არ ჩაერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, რომელიც ღიად უჭერდა მხარს „ქართული ოცნების“ რეჟიმს - ეს ორბანის მავნე კურსის პირდაპირი შეცვლაა10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში 2025 წელს შემოვიდნენ2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა საერთო ვიზიტები შემცირდა.საქართველო საჯარო მოხელეებისთვის ინტერესთა კონფლიქტის წესების შემსუბუქებას სთავაზობსგანათლების მინისტრი სკოლის ახალ ფორმაზე

ENDEKA