განათლების მინისტრი სკოლის ახალ ფორმაზე
გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომლის მიზანია ყველაზე დაბალი ფასის დადგენა, რათა ამ ფასად სასკოლო ფორმების შეკვეთა და შეძენა შესაძლებელი იყოს, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, სასკოლო ფორმის ნიმუშზე დიზაინერების დიდი ჯგუფი მუშაობდა. „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღება, რაც ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას და მოსწავლეებს შორის სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებას. ეს სიახლე მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქართულ სკოლებში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებისთვის დამახასიათებელი სასკოლო ფორმის ტარების კულტურისა და ტრადიციის ჩამოყალიბებისთვის. ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებს ყველა მოსწავლე იმ ოჯახებიდან, რომელთა სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია“, - განაცხადა მიქანაძემ.
• შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა. • კახეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტა. • საქართველო განმარტავს გრანტების შესახებ კანონს: წითელი ჯვარი და ფინანსური ინსტიტუტები გათავისუფლებულნი არიან ძირითადი მოთხოვნებისგან • ბერეკაშვილი: დროებითი საპარლამენტო კომისია მოამზადებს ანგარიშს კონკრეტული რეკომენდაციებით • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა • საქართველოს სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაციის საკითხს შეისწავლის. •