საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების ფუნქცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა

საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების ფუნქცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა

საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციაში. ეს ფუნქცია მთლიანად გადაეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სკოლების პასუხისმგებლობით განისაზღვრება. ამ ცვლილებების გათვალისწინებით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა, შესაძლებელი ხდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაიგივება საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ემატება მუხლიც, რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხოეთში აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები ავტორიზაციის პროცესს დაექვემდებარებიან. ავტორიზაცია უნდა მიღებულ იქნეს ზოგადი განათლების დონეზე, რომელზედაც ხორციელდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. ამასთან, კანონპროექტის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი კანონით დადგენილი წესით მიიღებს მობილურობით სარგებლობის უფლებას. მოქმედი კანონმდებლობით, საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარებას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომლის უფლებამოსილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, რაც, თავის მხრივ, საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების წინაპირობაა. ცენტრში წარდგენილ განცხადებას საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ უნდა დაერთოს მასპინძელი სკოლის დასკვნა საზღვარგარეთ მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. ამ დასკვნის მოსამზადებლად საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მითითებულია პირის მიერ საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში შესწავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის სავალდებულო საგნებს, ასევე ამ საგნებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასების სისტემაში გადაყვანის შედეგად მიღებული ქულები. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, საერთაშორისო პრაქტიკაში საზღვარგარეთ სწავლის დროს მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლება სკოლებს ენიჭებათ და ცენტრის მონაწილეობა ამ პროცესში არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. „შესწავლილი იქნა შემდეგი ქვეყნების პრაქტიკა: ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ისლანდია, ხორვატია, რუმინეთი, ისრაელი, ავსტრალია, თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. შესაბამისად, ზოგადი განათლების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრი, სტუდენტს უფლება აქვს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განაგრძოს სწავლა აღიარება/უარის შესახებ დოკუმენტში მითითებულ კლასში. თუ განათლების აღიარების/არ აღიარების დოკუმენტიდან არ არის დადგენილი, რომელ კლასში მიიღო პირმა განათლება, იგი ირიცხება მისი ასაკის შესაბამის კლასში, ან მისი თანხმობით, დაბალ კლასში. შესაბამისად, ცენტრს გარკვეულწილად აქვს ფორმალური როლი, ვინაიდან არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი

კალაძე: გარე ჩარევით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე დიდი თანხები დაიხარჯასაქართველოს პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღომაკა ბოჭორიშვილი – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი საგრანტო პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო არ იქნებოდა, უარყოფილი არ ყოფილა.ე.წ მცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება: მცირე მარანი განისაზღვროს როგორც ღვინის მწარმოებელი საწარმო, რომლის წლიური პროდუქცია არ აღემატება 25000 ლიტრ ღვინოს.თბილისში შინაური ცხოველების შენახვის წესების დარღვევის რიცხვი თითქმის სამჯერ გაიზარდაHessink’s-ი თბილისში ქართული ხელოვნების პირველ აუქციონს გამართავს

ENDEKA