ე.წ მცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება მცირე მარანი განისაზღვროს როგორც ღვინის მწარმოებელი საწარმო, რომლის წლიური პროდუქცია არ აღემატება 25000 ლიტრ ღ...

ე.წ მცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება მცირე მარანი განისაზღვროს როგორც ღვინის მწარმოებელი საწარმო, რომლის წლიური პროდუქცია არ აღემატება 25000 ლიტრ ღ...

ე.წ მცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება - მცირე მარანი ამიერიდან ღვინის მწარმოებელ საწარმოდ განიმარტება, რომლის წლიური წარმოება არ აღემატება 25000 ლიტრ ღვინოს. ამასთან, ორგანოლეპტიკური ინსპექტირება (სენსორული შეფასება) სავალდებულო გახდება საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მქონე და ექსპორტისთვის ან შიდა სამომხმარებლო ბაზრისთვის განკუთვნილი ღვინის ყველა კატეგორიისთვის. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მცირე მარნებში წარმოებულ ღვინოზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონში „ვაზისა და ღვინის შესახებ“ შესაბამისი ცვლილებები შედის. კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. პროექტის მიხედვით, გასაყიდად განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირება სავალდებულო გახდება. ეტიკეტირებას ღვინის სააგენტო განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მოქმედი კანონით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ მცირე მარანი განისაზღვრა, როგორც ტრადიციული საოჯახო მარანი, რომლის წლიური პროდუქცია არ აღემატება 40000 ლიტრს. ცვლილებების მიხედვით, ეს ზღვარი 40 000-დან 25 000 ლიტრამდე მცირდება. კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია: „რადგან მცირე მარნის კონცეფციამ და წარმოების გადაჭარბებულმა მოცულობამ ფაქტობრივად აზრი დაკარგა, საჭიროა ამ ტერმინის შესწორება და მცირე მარნების წარმოების ბარიერის შემცირება. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ღვინო, თავისი ორგანოლეპტიკური მახასიათებლებითა და გემოვნური თვისებებით, საერთო გავლენას ახდენს ქართული ღვინის რეპუტაციაზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ საკითხის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია ახალი კატეგორიის – „ნატურალური ღვინო“ – ნაცვლად „სახლის ღვინის“ შემოღება, რომელიც არ დაექვემდებარება სავალდებულო ორგანოლეპტიკურ გამოცდას მხოლოდ მცირე ღვინის ქარხანაში წარმოების შემთხვევაში და თუ ეტიკეტზე დატანილია ნატურალური ღვინისთვის განკუთვნილი სპეციფიკური ნიშანი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის სათანადო ინფორმირებას პროდუქტის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხისა და რეპუტაციის შენარჩუნება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი ხდება ყველა კატეგორიის ღვინო - როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის - ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებაროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის დარეგულირებისა და შესაბამისი მექანიზმების დანერგვის მიზნით მიზანშეწონილად მიჩნეულია ალკოჰოლური სასმელების მარკირების შემოღება და ორგანოლეპტიკური შემოწმების სფეროს გაფართოება“, - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

თბილისში შინაური ცხოველების შენახვის წესების დარღვევის რიცხვი თითქმის სამჯერ გაიზარდათბილისის ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდნენირაკლი ფავლენიშვილი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაზე: ყველაფერი გააკეთეს, რომ გზა გადაეკეტათ ევროინტეგრაციისკენ - თუნდაც ერთი ნაბიჯი აჩვენონ, სადაც იყვნენ კონსტრუქციულები - ბევრს არ ვითხოვთვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის საკითხი განიხილესშალვა პაპუაშვილი: ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ ითვლება, მეორეში „შეზღუდვად“ აღიქმება - ის, რასაც ერთ სისტემაში აქებენ, მეორეში აკრიტიკებენ - თუ თანამშრომლობას სერიოზულად მივუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოსირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარებს შეხვდა

ENDEKA