მახაშვილი ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციის წევრებთან

მახაშვილი ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციის წევრებთან

ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული საუბარი გაიმართა ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაციასთან. „ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება როგორც ქართულ მხარეს, ასევე ევროკავშირს“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მხარეთა საერთო განწყობაა კონსტრუქციული დიალოგის საჭიროება. „ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული, დეტალური საუბარი შედგა. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება როგორც ქართულ მხარეს, ასევე ევროკავშირს, კერძოდ, ეს სახელმწიფოები: პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ რას ხედავენ პრობლემებად და რა შესაძლო გადაწყვეტილებებით. რაც არ უნდა კომპლექსური იყოს საკითხები, დიალოგი აუცილებელია იმისათვის, რომ ვიპოვოთ საერთო გადაწყვეტა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა მახაშვილმა. უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, სადაც სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზეა. ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ გერმანულმა მხარემ მიზეზს ტექნიკური პრობლემა უწოდა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. „ერთ-ერთ კითხვად აღვნიშნე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანულმა მხარემ რაიმე მიზეზის გამო ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა, რომ ტექნიკური პრობლემა იყო, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ გერმანიისთვის ორი წლის განმავლობაში ასეთი მარტივი პრობლემის გამოსწორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა. ტექნიკური პრობლემის გარდა სხვა პასუხი არ მოგვისმენია. იმედი მაქვს, თუ ეს მართლაც ტექნიკური პრობლემაა, მალე გამოსწორდება“, - განაცხადა მახაშვილმა.

ე.წ მცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება: მცირე მარანი განისაზღვროს როგორც ღვინის მწარმოებელი საწარმო, რომლის წლიური პროდუქცია არ აღემატება 25000 ლიტრ ღვინოს.ფინანსთა მინისტრი: მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერაშალვა პაპუაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდაStarbucks საქართველოში პირველ მაღაზიას 2026 წლის ზაფხულში გახსნისმიხეილ სააკაშვილი: გიორგი ყუფარაშვილი დაინიშნა უკრაინის ყველაზე ცნობილი მე-3 არმიის კორპუსის „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად.კუპრაძე: „ლელო“ ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ENDEKA