ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა
„მსოფლიო ბანკმა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც რეფორმების განხორციელების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან და ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრებზე ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროები განიხილეს. მან აღნიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში როგორც რეფორმების ტემპით, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. „ბოლო ხუთი წლის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. განვიხილეთ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. გარდა ამისა, განვიხილეთ სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებასა და დაფინანსებაშიც ბანკი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ბანკი რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად საქართველოში, რომელმაც 5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს აქტიურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში.
• 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში 2025 წელს შემოვიდნენ • ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება • პილპანი: სალომე ზურაბიშვილმა მოახდინა არჩევნების დისკრედიტაცია და ყველა ის პარტია, ვინც შევიდა თვითმმართველობის არჩევნებში • აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქართველოს გავლით საქონლის იმპორტი დაიწყო • ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შესყიდვა • ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის საკითხი განიხილეს •