შალვა პაპუაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს საკრ ღობაშს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება და თან ახლავს მაღალი დონის ვიზიტები. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის საქართველოში გასული წლის სექტემბერში ვიზიტის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ირანში მიმდინარე ომს და რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ცალკე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საიმედოობის მნიშვნელობას ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. „მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარება. შეხვედრა გაიმართა სტამბოლში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სესიის ფარგლებში“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. რადიო თავისუფლება იუწყება, რომ ფრენის აკრძალული ზონა იწყება თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან და მთავრდება დაახლოებით 45 კმ-ის მანძილზე საქართველოში. ზონა მოიცავს აბასთუმნის მთელ რეგიონს, ადიგენის რაიონს და სამხრეთ საქართველოს ნაწილს და საერთო ჯამში დაახლოებით 2000 კვ.კმ საჰაერო სივრცეს მოიცავს.

არჩილ გორდულაძე: ოპოზიცია არ იხილავს არც „ნეპალის შემოდგომას“, არც „უნგრეთის გაზაფხულს“ და არც სხვა ქვეყნის ზაფხულს და ზამთარს - ისინი პოლიტიკურად გაბათილებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტამბოლში ევროკავშირთან ურთიერთობას განიხილავსაზერბაიჯანმა სომხეთიდან საქართველოს გავლით საქონლის იმპორტი დაიწყოვაიმარის სამკუთხედის დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიანაბასთუმნის საჰაერო სივრცე 16 აპრილიდან დაიკეტებასაქართველო ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად საერთაშორისო ვიზიტების ზრდას აფიქსირებს

ENDEKA