კობახიძე გაეროში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

კობახიძე გაეროში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა უზრუნველყოფილი, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მზარდი გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და გაერო-ს შორის გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერას „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ყოველწლიურად მიიღება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და მადლობა გადაუხადა გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე არაღიარების პოლიტიკისთვის.

ლევან მახაშვილი: ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსია ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციასთან - განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება როგორც ქართულ მხარეს, ასევე ევროკავშირს.თბილისში, უცხოელის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავესკახა კალაძე: აბასთუმნის ობსერვატორიაში მომუშავე მეცნიერებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ თვითმფრინავების ემისიები პრობლემას ქმნიდა დაკვირვების დროს, ამიტომ კორექტირება მოხდა - რა არის ამაში პრობლემა?!ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარებს შეხვდაარჩილ გორდულაძე: ოპოზიცია არ იხილავს არც „ნეპალის შემოდგომას“, არც „უნგრეთის გაზაფხულს“ და არც სხვა ქვეყნის ზაფხულს და ზამთარს - ისინი პოლიტიკურად გაბათილებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს.ბოლნისში აქტივისტ ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენ

ENDEKA