შალვა პაპუაშვილი თურქეთში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. „ასევე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
• დღეს, ქართველი იეზიდები ახალ წელს აღნიშნავენ. • ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინმა, არტემ გრიბულმა და სერგეი კუხარჩუკმა ციხეში ბანქოს სათამაშო საქმეზე საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და თითოეულს 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ • შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ბლოკავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე - ბრიუსელი დღეს უფრო მეტ პრობლემას უქმნის კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ. • ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საგრანტო კანონით 165 განაცხადი განიხილა • სიღნაღში მამაკაცი დააკავეს მაწანწალა ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის. •