შალვა პაპუაშვილი სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ბლოკავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე ბრიუსელი დღეს უფრო მეტ პრობლემას უქმნის კანდიდატ ქვეყნებს...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სტამბულში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეა გაიმართება, მას შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე განიხილება სამწუხარო ფაქტი, რომ ბრიუსელი სულ უფრო ბლოკავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე. „მე მექნება შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. რა თქმა უნდა, როგორც კანდიდატ ქვეყანას, ვისაუბრებთ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორ მიდის ევროინტეგრაციის პროცესი მათთვის. ასევე გვექნება შესაძლებლობა შევხვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს. სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო ბლოკავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ არასწორია და ეს პრობლემები ევროკავშირის შიგნით უნდა მოგვარდეს. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი უფრო მეტ პრობლემას უქმნის კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან, საამიროების და საუდის არაბეთის პარლამენტებთან, ვისაუბრებთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა მან.
• პაპუაშვილი: ოპოზიციას ჰგონია, რომ ფილმშია, უბრალოდ, მათთვის ახალი სეზონი დაიწყო • პარლამენტი მხარს უჭერს ახალი C5 კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის შემოღებას • საქართველოში ტურიზმის რეკორდი დამყარდა. • 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველო ღვინის ხარისხის 3000-ზე მეტ ტესტს ატარებს • დღეს, ქართველი იეზიდები ახალ წელს აღნიშნავენ. • მინსკის აეროპორტში საქართველოდან ჩამოსვლისას ბელორუსი ფოტოგრაფი დააკავეს •