ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ხვდება

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაერტის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ვალდებულება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიმართ. აღინიშნა, რომ მედიის პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში უზრუნველყოფილია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო: მამაკაცი დააკავეს ცოლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურებისთვისსულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათსაქართველო 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების დასაცავად გადახდის წესებს ამკაცრებსევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდებასაქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ერთეულ ძაღლების ხაფანგს ყიდულობს.

ENDEKA