პაპუაშვილი თურქეთში ვიზიტით გაემგზავრა

პაპუაშვილი თურქეთში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თავმჯდომარე დაესწრება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეას, სადაც მისი სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. „შალვა პაპუაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს სტამბოლში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციაში შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა.პარლამენტი მხარს უჭერს ახალი C5 კატეგორიის ჩვეულებრივი ვიზის შემოღებასსალომე ზურაბიშვილი - მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდესმინსკის აეროპორტში საქართველოდან ჩამოსვლისას ბელორუსი ფოტოგრაფი დააკავესირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ხვდებასანქცირებული ტელეკომპანია იმედის იურიდიული სამსახურის უფროსი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა

ENDEKA