ძლიერი საქართველო საზოგადოების მკაფიო პოზიცია ორბანის მმართველობის წინააღმდეგ არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი არჩევნების გზით...
არჩევნების გზით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც უთანასწორო სისტემაში! – ნათქვამია ლელო სტრონგ საქართველოს განცხადებაში. „ლელო სტრონგ საქართველო“ ულოცავს „უნგრელ ხალხს რეჟიმზე გამარჯვებას, დემოკრატიული არჩევანის გაკეთებას და ევროპული გზის მხარდაჭერას. ეს გამარჯვება მათი თავისუფლების, ღირსების და დემოკრატიული ღირებულებების რწმენის შედეგია!” „უნგრეთის არჩევნები, სადაც პროევროპულმა ძალებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ორბანის 16-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხი საბოლოოდ ყოველთვის აკეთებს არჩევანს რეალური კეთილდღეობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის სასიკეთოდ. საზოგადოების მკაფიო პოზიცია ორბანის მმართველობის წინააღმდეგ არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი და არც ერთი თაღლითური სისტემა ვერ აღუდგება ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად ეწინააღმდეგებიან რეჟიმს არჩევნებზე! უნგრეთმა დაგვანახა, რომ ავტოკრატიები დროებითია, ხოლო თავისუფლების, სამართლიანობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა მუდმივია! უნგრეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არჩევნებზე მოქალაქეების ფართომასშტაბიანი აქტიურობა გადამწყვეტია და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს! ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნგრეთის მაგალითი. საქართველოში საზოგადოება ასევე დგას ისტორიული არჩევანის წინაშე - დაუბრუნდეს და გააძლიეროს ევროპული გზა, რომელიც ასოცირდება კანონის უზენაესობასთან, ან დარჩეს რეგრესიის გზაზე ადამიანის უფლებების დაცვაში, შექმნას სახელმწიფო გამჭვირვალობაზე, ან დარჩეს კორუმპირებულ, უკანონო, იზოლირებულ სივრცეში, სადაც არავინ არის დაცული. ევროკავშირი არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური სივრცე, სადაც სახელმწიფო ემსახურება მოქალაქეს და არა პირიქით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები, ისევე როგორც უნგრელები, კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ევროპული მომავლის სასარგებლოდ, რადგან ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია! როგორც უნგრეთში, ასევე საქართველოში, დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალია, თუ საზოგადოება ძლიერი და ერთიანია. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა ამ მოთხოვნას ღირსეულად ვუპასუხოთ. მთავარი გაკვეთილი ნათელია: ბოიკოტის ნაცვლად ბრძოლა! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად! დაუბრუნე ხალხს პოლიტიკა და ჩადე ხალხის სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება ძლიერი საქართველოს - ლელოს მთავარი რწმენა რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში. არჩევნების გზით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც უთანასწორო სისტემაში!“ - ნათქვამია განცხადებაში.
• გრიგოლ გეგელია: ქრისტე აღსდგა! გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში! • საქართველოს პარლამენტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. • ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს. • ქობულეთში გადაღებული სიჩქარის კამერები • თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა ევროპაში ერთადერთი მოკავშირე დაკარგა! ორბანის დამარცხება კეთროვანი ივანიშვილის სრულიად განადგურების დიდი შანსია! • გიორგი გახარია - დაე, რუსეთისა და მისი მარიონეტების დამარცხება გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მთელ მსოფლიოში •