ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს.
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიენიჭა. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვის კაბელი ევროკავშირის დაფინანსების მიღების უფლებას მიიღებს და დაჩქარებული ნებართვის მიღების პროცედურით ისარგებლებს. პროექტი ანაკლიასა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის 1,155 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გულისხმობს. ევროკომისიამ PMI სტატუსი სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა.
• საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსის რეგულაციას, რომელიც კრძალავს საარჩევნო უბნების გახსნას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში. • მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა • ეროვნული ბანკი გადახდის სერვისებზე მოთხოვნებს ამკაცრებს. • აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას 14%-ით ზრდის • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ TV Formula-ს უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა მითითება, არ გაეძევებინა ქვეყნიდან ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქმის სასამართლო განხილვის დასრულებამდე. • ზემო ლარსი ახლა: სამგზავრო მანქანების მოძრაობა აღდგა •