გიორგი გახარია დაე, რუსეთისა და მისი მარიონეტების დამარცხება გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მთელ მსოფლიოში

გიორგი გახარია დაე, რუსეთისა და მისი მარიონეტების დამარცხება გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მთელ მსოფლიოში

„საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ულოცავს „ტიზას“ პარტიას და პიტერ მაგიარს არჩევნებში „ისტორიულ გამარჯვებას“ და აცხადებს, რომ დემოკრატიულმა ძალებმა მთელ მსოფლიოში უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი. გახარიას თქმით, „შეიძლება გაგრძელდეს რუსეთისა და მისი მარიონეტების დამარცხება ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მთელ მსოფლიოში“. „ვულოცავ ტიზას პარტიას, პიტერ მაგიარს და უნგრელს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს არის გამარჯვება ევროპული დემოკრატიისა და მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის! დაე, რუსეთისა და მისი მარიონეტების დამარცხება გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მთელ მსოფლიოში. დემოკრატიულმა აქტორებმა მთელს მსოფლიოში უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი და ისწავლონ მისი წარმატება ორბანის მიერ აშენებული პოპულისტურ-ავტოკრატიული ქსელების გამოწვევისა და შესუსტების საქმეში, რათა მათ ერთხელ და სამუდამოდ დაუპირისპირდნენ და დაშალონ. ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, სავარაუდოდ, უნგრეთის პარლამენტში უმრავლესობას პეტერ მაგიარის პარტია „ტიზა“ მოიპოვებს. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

ორბანმა გამარჯვება მიულოცა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ტიზა მაგიარსსაქართველოს სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაციის საკითხს შეისწავლის.გახარია საქართველოსთვის ყაველაშვილს ჭიათურის მაღაროელების შეწყალებისკენ მოუწოდებსევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში იმყოფება.Michael O’Flaherty, CoE Commissioner for Human Rights, Visits Georgiaგრიგოლ გეგელია: ბატონმა მადიარმა განაცხადა, რომ ის არ ჩაერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, რომელიც ღიად უჭერდა მხარს „ქართული ოცნების“ რეჟიმს - ეს ორბანის მავნე კურსის პირდაპირი შეცვლაა

ENDEKA