თინა ბოკუჩავა ივანიშვილმა ევროპაში ერთადერთი მოკავშირე დაკარგა! ორბანის დამარცხება კეთროვანი ივანიშვილის სრულიად განადგურების დიდი შანსია!

თინა ბოკუჩავა ივანიშვილმა ევროპაში ერთადერთი მოკავშირე დაკარგა! ორბანის დამარცხება კეთროვანი ივანიშვილის სრულიად განადგურების დიდი შანსია!

მოხდა ის, რასაც დიდი ხანია ვიწინასწარმეტყველებდით - ივანიშვილმა ევროპაში ერთადერთი მოკავშირე დაკარგა! - ეს არის დიდი შანსი, რომ მთლიანად დაარღვიოს ივანიშვილი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალურად იზოლირებული და კეთროვანი გახდა, რომელმაც დღეს ევროპაში ბოლო ნამდვილი მოკავშირე დაკარგა! – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, „ქართველ დიქტატორს რთული გაზაფხული ელის“. „ის, რასაც დიდი ხანია ვიწინასწარმეტყველებდით, მოხდა - ივანიშვილმა დაკარგა თავისი ერთადერთი მოკავშირე ევროპაში! ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური დინამიკის, ევროპული პოლიტიკისთვის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობებისთვის და, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის. მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რას ნიშნავს საქართველოსთვის ორბანის დამარცხება - ეს არის დიდი შანსი, რომ მთლიანად დაარღვიოს საერთაშორისო ასპარეზზე ტოტალურად იზოლირებული და კეთროვანი ივანიშვილი, რომელმაც დღეს ევროპაში ბოლო ნამდვილი მოკავშირე დაკარგა! თქვენ იცით, რომ პირადი სანქციები მოითხოვს კონსენსუსს, რაც ორბანის დროს შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა ეს ბევრად უფრო რეალურია. მოკლედ, მძიმე გაზაფხული ელის ქართველ დიქტატორს. პუტინის საცეცები ყველგან მარცხდება და საქართველოშიც დამარცხდება! გამარჯვებისთვის უნდა მოვემზადოთ!” - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, სავარაუდოდ, უნგრეთის პარლამენტში უმრავლესობას პეტერ მაგიარის პარტია „ტიზა“ მოიპოვებს. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

პლასტმასის ბოთლებში სასმელების მირთმევის აკრძალვა 1 ივლისიდან ამოქმედდება.გელათის მონასტერი მეექვსე გაზაფხულია გაჭიანურებული რეაბილიტაციის პროცესშია.„ბაზისბანკი“ და „შავი და მწვანე ინვესტიციების ბანკი“ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად ახალ პარტნიორობას ახორციელებენ15-17 აპრილს საქართველოში უმეტესად მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი„ოპოზიციური ალიანსი“: „ტიზას“ გამარჯვება უნგრელი ხალხის აშკარა არჩევანია დემოკრატიის სასარგებლოდ.საქართველოში რიგ შემთხვევებში უცხოელებს შეეძლებათ მუშაობა ბინადრობის ან სპეციალური ნებართვის გარეშე.

ENDEKA