კახა კალაძე ოპოზიციურ ალიანსზე ეს არის უზნეო ხალხის ერთობა არ აქვს მნიშვნელობა მარტო იქნებიან თუ ერთად, 0 0, არაფერი იცვლება
ეს არის უზნეო ხალხის ერთობა - არ აქვს მნიშვნელობა მარტო იქნებიან თუ ერთად, 0+0, არაფერი იცვლება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათ არც ქვეყანა აინტერესებთ და არც ქვეყნის ბედი. „ეს არის უზნეო ხალხის ერთობა. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან გამოსული რადიკალები, შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვას, ერთი ბატონი ჰყავთ, ერთი მამის შვილები არიან, გარედან მართავენ. რასაც დაავალებენ, გააკეთებენ. ნაბიჯსაც გადადგამენ ქვეყნის წინააღმდეგ. არ აინტერესებს ქვეყანა, ქვეყნის ბედი. არ აქვს მნიშვნელობა მარტო იქნებიან თუ ერთად, 0+0, არაფერი იცვლება“, - აღნიშნა კალაძემ. კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე“. ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პიტერ ფიშერს შორის შეხვედრის სავარაუდო თემაზე ჟურნალისტის კითხვაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. „არაფერს გამოვრიცხავ, ამ ხალხისგან არაფერია მოსალოდნელი. ისინი ქვეყნის მტრები არიან. ბევრი განცხადება მოვისმინეთ მათგან და არაფერს ერიდებიან, დასამალი არაფერი აქვთ, პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა სანქციების ქვეშ ყოფილიყო, ქვეყანას არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. გვახსოვს ისიც, რომ დარბოდნენ ოფისებში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და მერე თავად დაიწყეს ამაზე საუბარი, რომ ბრიუსელში ოპოზიციის ლიდერები და კონკრეტული პარტიები მუშაობდნენ, რათა საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც ეს ადამიანები მუშაობენ ქართული პასპორტით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე. როგორც წესი, ისინი ქვეყნის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
• სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში დიქტატურა რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილმა დახურა საერთაშორისო საჰაერო სივრცე მისი ერთ-ერთი რეზიდენციის ზემოთ - ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება • კახა კალაძე: ახლა მიხვდნენ, რომ არჩევნებს აქვს მნიშვნელობა, არა?! - ხალხმა კარგად იცის, ვინ ვინ არის, ვის ემსახურება სალომე ზურაბიშვილი და ვისი გავლენის ქვეშ იმყოფება. • ლევან ხაბეიშვილი სგგდ-ს წარმომადგენელს - ფიცით იტყუებით! ჩემს წინ კრიმინალი დგას! არ გრცხვენია? შეხედე ჩემს შვილებს თვალებში! • მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა • იმედი ადამიანის უფლებათა დამცველ იგორ ბლაჟევიჩს საქართველოში „რევოლუციურ სცენართან“ კავშირში ადანაშაულებს. • ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ •