მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუმინული მხარის ინიციატივით, 2026 წლის 16 აპრილს, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ოანა-სილვია ცოს შორის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. "მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
• ანა ბუჩუკური: ამ უსირცხვილო პროპაგანდის პირობებში, როდესაც ქართული ოცნება პარტნიორებს ესხმის თავს, ჩვენი პარტნიორების ყოველი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია • შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ბრიუსელის მიერ არჩეული გზა საქართველოსა და კანდიდატი ქვეყნებისკენ არის მთლიანად მოწყვეტილი ევროპულ ღირებულებებს • ლევან სამუშია: დავიწყეთ მუშაობა - დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებისკენ მოტივაცია გაიზრდება - უნგრეთის მაგალითმა გააცოცხლა რწმენა - ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ცვლის პოზიციას და „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! • საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა • სალომე ზურაბიშვილი - მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდეს • შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის •