ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის დელეგაციამ დეპარტამენტის დირექტორის თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო Cellebrite C2C საერთაშორისო სამიტში, რომელიც წამყვანი პლატფორმაა სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო ფორუმი ვაშინგტონში გაიმართა. სამიტზე მონაწილეებმა განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად წარმოშობილი ახალი გამოწვევები, ასევე დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებების დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები. ვიზიტის ფარგლებში სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორმა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა Cellebrite საერთაშორისო ტრენერების პროგრამის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე დეპარტამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.
• 2025 წელს საქართველოში 28 ადამიანი დაიკარგა • ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის საკითხი განიხილეს • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტამბოლში ევროკავშირთან ურთიერთობას განიხილავს • ბათუმის ბულვარის მუშებმა შრომის უფლების მოთხოვნით აქცია გამართეს • ბაზისბანკი ყიდულობს საქართველოში სიდიდით მესამე ლიბერთი ბანკს, რომელიც GD-Close ირაკლი რუხაძის თანამფლობელია. • თბილისში ვაკის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართება •