საპროტესტო მსვლელობა პარლამენტისკენ ლოზუნგით ძალა ერთობაშია
საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით ლოზუნგით „ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები მიიტანეს. მათ ასევე ატარეს ბანერები სხვადასხვა წარწერებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს შეუერთდებიან, აქცია კი საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.
• მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა • საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა • საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ერთეულ ძაღლების ხაფანგს ყიდულობს. • „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემულ გრანტებზე და ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემული გრანტებისთვის მთავრობასთან შეთანხმება არ იქნება საჭირო. • მაკა ბოჭორიშვილი - ტყუილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე - საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება •