მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ მაწანწალა ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსის გამო იზოლირებულად იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი, რის გამოც კარანტინი გამოცხადდა. სააგენტო მოუწოდებს ყველა პირს, ვისაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციის ჩასატარებლად და დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს. „წლის 14 აპრილს, ქუთაისში, თავშესაფარში გადაყვანილ მაწანწალა ძაღლს, რომელიც იზოლირებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა საეჭვო სტატუსით, ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი (ტესტის ანგარიში #2465). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ ყველა შესაბამის უწყებას აცნობა; დაიწყო ცოფის შეკავების ზომები - დაზარალებულ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის ცხოველთა თავშესაფარში; მიმდინარეობს მგრძნობიარე ცხოველების ვაქცინაცია და დაწესდა მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა პირს, ვისაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა კონტაქტი მაწანწალა ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციისთვის და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს“, - ნათქვამია განცხადებაში.
• საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკაში, აცხადებს ფინანსთა მინისტრი • კახეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტა. • საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსის რეგულაციას, რომელიც კრძალავს საარჩევნო უბნების გახსნას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში. • ლევან მახაშვილი: უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პირველივე პრესკონფერენციაზე დაამსხვრია ქართველი ოპოზიციონერების ილუზიები და ცივი წყალი დაასხა მათ იმედებს! ჩვენმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაიყვირა „ჰოპლა“ ნახტომის გაკეთებამდე! • მათიკაშვილი: უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი და მისცა ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა • ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ შავი ზღვის გასწვრივ წყალქვეშა კაბელის პროექტს „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭეს. •