გივი მიქანაძე შემოგვთავაზეს, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, შევქმნათ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არ უნდა იმსჯელოს დაუ...

გივი მიქანაძე შემოგვთავაზეს, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, შევქმნათ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არ უნდა იმსჯელოს დაუ...

შემოთავაზებული იყო რეორგანიზაციის პროცესის დაწყება, დროებითი მმართველი ორგანოს შექმნა, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ ეს საკითხები არ უნდა განიხილოს დაუყოვნებლივ ან რამდენიმე თვეში, არამედ მინიმუმ ორ წელიწადში, ორწელნახევარში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მინისტრის თქმით, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს პოზიცია, რომ რეორგანიზაციის დაწყებამდე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ყველა საკითხს. „დღეს მქონდა პირველი შეხვედრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. თითოეული უნივერსიტეტიდან ოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ უმაღლესი განათლების სისტემა გამოწვევების წინაშე დგას, რეფორმა აუცილებელია, მნიშვნელოვანია და უნდა განხორციელდეს. მე მქონდა შესაძლებლობა მოვისმინო ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებზე და ამის შემდეგ მქონდა კონკრეტული წინადადება, შემოთავაზება ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით. ამ კვირაში პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლები უკვე შევიდა ძალაში. შესაბამისად, ერთ-ერთი ნორმა ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას ეხება, რომლის დროსაც მინისტრი ნიშნავს დროებით რექტორს, მოადგილეებს და კანცლერს, ასევე იქმნება მმართველი ორგანო, ეს არის დროებითი საბჭო, რომელზედაც განვაცხადეთ, რომ ეს საბჭო თანაბარი რაოდენობით უნდა დაკომპლექტდეს ორივე უნივერსიტეტიდან და გვქონდა საკითხი, რომ შეგვექმნა დროებითი წარმომადგენლობითი საბჭო. წარადგენენ კანდიდატურებს. რეორგანიზაციის პროცესი არ უნდა მოხდეს რამდენიმე თვეში, არამედ უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორი წლის, ორწელიწადნახევრის განმავლობაში. შემოთავაზებული იყო რეორგანიზაციის პროცესის დაწყება, დროებითი მმართველი ორგანოს ჩამოყალიბება, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არ უნდა განიხილოს საკითხები დაუყოვნებლივ ან რამდენიმე თვეში, არამედ ორ წელზე, ორწელნახევარზე მაინც უნდა შეაჯეროს ყველა პოზიცია და მხოლოდ შერიგების შემდეგ უნდა დასრულდეს მთელი რეორგანიზაცია. ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, არ გაევლო ეს პროცესი, არამედ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ განიხილავს ყველა ამ საკითხს და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ კი განახორციელებს შემდგომ ნაბიჯებს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა და ეს დიალოგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი თხოვნა იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ კონკრეტულ წინადადებაზე, გააანალიზოს მისი ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან და მიზანშეწონილობასთან და განიხილოს მათი მიზანშეწონილობა. ამასთან, გამოითქვა პოზიცია, რომ ჩვენ, როგორც გუნდი, კიდევ ერთხელ შევაჯერებთ გამოთქმულ პოზიციებს და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია დამატებით შემოგთავაზოთ ამ პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

თბილისში, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც 160-ზე მეტი ოჯახი უბინადოდ დატოვეს, გაასამართლესშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 72 პირი დააკავა.საქართველოში შიდა ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გამკაცრდება – კანონპროექტიხოშტარია: კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს რაიმე დიალოგს ჩემს თავისუფლებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებითსახალხო დამცველი: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა იყოს სტაბილურიგერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში - საქართველოს გადასაწყვეტია წინსვლა ევროკავშირისკენ - და ამისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა.

ENDEKA