პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. 14 აპრილს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, რიგ შემთხვევებში, უცხოელს შეიძლება მიეცეს პროფესიული საქმიანობის უფლება ბინადრობის და შრომის ნებართვის გარეშე. ეს შესაძლებლობა გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და არ იწვევს ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიან დამკვიდრებას. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელს უფლება ექნება განახორციელოს საქართველოში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა განხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ წარმოადგენს გრძელვადიან დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და უკავშირდება კონკრეტულ მოკლევადიან პროექტს, ღონისძიებას ან მომსახურებას. მოკლევადიანი პროფესიონალი ა უცხოელის მიერ საქმიანობა დასაშვებია, თუ საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან. უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის მოკლევადიან პროფესიად მიჩნევის ჩამონათვალი, ხანგრძლივობა და კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. უცხოელი, რომელიც ახორციელებს მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას, არ ითვლება საქართველოში შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად. გარდა ამისა, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მუხლს ემატება შრომითი ურთიერთობის შემდეგი სახეები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კანონის მოთხოვნებისგან გათავისუფლებულ საქმიანობას: - საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული ბინადრობის მოქმედი სპეციალური ნებართვის მქონე პირი; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საჯარო დაწესებულებაში ან საწარმოში მუშაობა; სხვა ქვეყნიდან დისტანციურად მუშაობა ადგილობრივი დამსაქმებლის სასარგებლოდ; საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ; შესაბამისი საქმიანობა ქ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს მართვა ან აუდიტის კომიტეტი. როგორც კანონის ინიციატორები განმარტავენ, მოქმედი საკანონმდებლო ბაზა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც ყველა სახის პროფესიულ საქმიანობას ექვემდებარება სტანდარტულ საიმიგრაციო პროცედურებს. მათი თქმით, პრაქტიკულმა გამოწვევებმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი სპეციალისტის ვიზიტი ხანმოკლეა და დაკავშირებულია კონკრეტულ, ერთჯერად პროექტთან ან სერვისთან, საერთო საიმიგრაციო ფილტრების გამოყენება ქმნის არასაჭირო ადმინისტრაციულ ბარიერებს. „ასეთი მიდგომა ხშირად შეუთავსებელია გადაუდებელი პროფესიული ამოცანების განხორციელების ვადებთან, რაც აფერხებს ეკონომიკურ და საოპერაციო პროცესებს. შესაბამისად, პრიორიტეტული გახდა ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების ბიუროკრატიული წნეხისგან გათავისუფლებისა და ცალკე რეჟიმად გამიჯვნის აუცილებლობა. ცვლილება მიზნად ისახავს შექმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ხანმოკლე პროფესიული ვიზიტების ლეგალიზაციას ბინადრობის ნებართვის აღების ვალდებულების გარეშე. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობას მიენიჭოს შესაბამისი დეტალური კრიტერიუმების განსაზღვრის უფლებამოსილება. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რეგულირება უზრუნველყოფს სისტემის უფრო მეტ მოქნილობას და ეფექტურობას, რადგან იძლევა საშუალებას დროულად დაზუსტდეს საქმიანობის სახეები და ვადები ქვეყნის არსებული საჭიროებების შესაბამისად, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს შრომითი მიგრაციის მართვის პროცესის ოპტიმიზაციას. ამავდროულად, შრომის ბაზრის დინამიკის და ადმინისტრაციული ბარიერების ოპტიმიზაციის აუცილებლობის გათვალისწინებით, რაც ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ დატვირთვას აყენებდა სამუშაო პროცესს, მიზანშეწონილი გახდა რიგი კონკრეტული აქტივობების გათავისუფლება შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის მოთხოვნებიდან. კერძოდ, ეს ეხება თ

წვიმამ დატბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები კახეთის რეგიონშიევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში იმყოფება.ჯორჯია ამკაცრებს აზარტული თამაშების რეგულაციებს და ზრდის ჯარიმებს ლიცენზირების დარღვევისთვისეროვნული ბანკი გადახდის სერვისებზე მოთხოვნებს ამკაცრებს.იოსელიანი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მიეძღვნა.საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ

ENDEKA